აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ NED-ს დაფინანსება შეუჩერა

იუისეიდის“ შემდეგ „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ – ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება აღარ დააფინანსოს „ნედი“, პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

საქართველოში ეს ორგანიზაცია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტების დამფინანსებელი იყო. არასამთავრობო სექტორის ნაწილი მაგალითად სოციალური სამართლიანობის ცენტრი „მოამბესთან“ კომენტარზე უარს იმ მოტივით ამბობს, რომ არ გვენდობა, ნაწილი კი სათაო ოფისისგან მეტი ინფორმაციის მიღებას ელოდება. რაც შეეხება პოლიტიკურ სპექტრს, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს ამერიკის შიდა საქმეა.

აშშ-ის „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ბრძანებით, სახაზინო დეპარტამენტმა უარი განაცხადა თანხების გაცემაზე. „დემოკრატიის ეროვნულ ფონდს“ და მის ფილიალებს 2025 ფისკალური წლისთვის 315 მილიონი დოლარი ჰქონდათ გამოყოფილი. ფონდში აცხადებენ, რომ ვერ გადაიხდიან ხელფასებს და ვერ დაფარავენ ძირითად ხარჯებს. ფონდი 1983 წელს ორპარტიული მხარდაჭერით და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, როლანდ რეიგანის მხარდაჭერით შეიქმნა.