აშშ-ის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ამერიკის პრეზიდენტი კიევშია – ჯო ბაიდენი უკრაინის დედაქალაქში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ჩავიდა. ერთი წლის შემდეგ უკრაინა დგას, დემოკრატია დგას, – ეს პირველი განცხადებაა, რომელიც უკრაინაში ჩასვლის შემდეგ ამერიკის პრეზიენტმა გააკეთა. მან დამატებით ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარებაც დააანონსა.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, საბრძოლო მასალებს, მეტ ჯაველინსა და ჰაუბიცებს. „თქვენი ვიზიტი უკრაინის მხარდაჭერის უკიდურესად მნიშვნელოვანი დადასტურებაა ყველა უკრაინელისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ შეხვედრისას.