აშშ-ის ოპერაცია ვენესუელაში – ტრამპის განცხადება

15:03, 05.01.2026
ვენესუელაში ამერიკის სამხედრო ოპერაციის დროს კუბის 32 მოქალაქე დაიღუპა – ქვეყანაში 5 და 6 იანვარს გლოვა გამოცხადდა. პარალელურად კი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელას შეერთებული შტატები მართავს. ამერიკის პრეზიდენტმა სამხედრო ოპერაციის შესახებ ისაუბრა, რა დროსაც ნიკოლას მადურო დააკავეს. მისი თქმით, ეს საოცარი ოპერაცია იყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ამერიკული ნავთობკომპანიები შევლენ ვენესუელაში და აღადგენენ ქვეყნის ნავთობის ინფრასტრუქტურას.
ტრამპის განცხადებით, კომპანიები მზად არიან დიდი ინვესტიციების განსახორციელებლად, ხოლო თავად აშშ-ის მთავრობა ფინანსურად არ ჩაერევა ამ პროცესში. ტრამპმა ასევე ისაუბრა კოლუმბიაზეც და აღნიშნა, რომ მას „ავადმყოფი ადამიანი მართავს“ და ქვეყანაში სპეციალური ოპერაციის ჩატარების ალბათობა არ გამორიცხა. მისივე თქმით, კოლაფსის პირასაა კუბაც.

მსგავსი