აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის რეკომენდაცია

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩი განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული ციკლისთვის, შესაძლოა, აცრის მესამე დოზა გახდეს საჭირო: „ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს გადავხედავთ, სწორი რეჟიმი მესამე დოზის გაკეთება იქნება“, – აღნიშნა ფაუჩიმ ბრიტანულ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში. ამერიკელი ინფექციონისტის თქმით, საკითხის შესწავლისას სავსებით შესაძლებელია, რომ ვაქცინირების სწორი რეჟიმი, მაგალითად, „ფაიზერითვაქცინირებისას ორი დოზის შუალედი სამიდან ოთხ კვირამდე, ხოლო მესამე დოზის გაკეთების თარიღი რამდენიმე თვეში იყოს. ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსმა სპეციალისტები არაერთხელ შეიყვანა შეცდომაში, ამიტომ, რთულია პანდემიის დასრულების თარიღის პროგნოზირება, მაგრამ არის იმედი, რომ ის გაზაფხულისთვის დასრულდება.