აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს

21:34, 05.03.2021

პირველი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის უწყებების პირველ პირებს შორის.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯუანშერ ბურჭულაძეს ტელეფონით ესაუბრა. ოფიციალურმა თბილისმა ვაშინგტონიდან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მხარდაჭერის პირობა მიიღო. განსაკუთრებული აქცენტი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე გაკეთდა. ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზე გადავა.

მსგავსი