აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციამ საოკუპაციო ხაზი მოინახულა

12:24, 28.05.2019
პარლამენტის მოწვევით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები იმყოფებიან. ამერიკელი სტუმრები, ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეცნობიან. კონგრესის თანამშრომლებმა დღეს წეროვანის დევნილთა დასახლება და სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.

მსგავსი