აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც დონალდ ტრამპისთვის, ირანთან დაკავშირებით სამხედრო მოქმედებების შეზღუდვას ითვალისწინებს. დოკუმენტის სასარგებლოდ ხმა 224-მა კანონმდებელმა მისცა. რეზოლუცია პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას იქამდე უკრძალავს, ვიდრე კონგრესის ნებართვა არ ექნება. 8 იანვარს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრები, მათ შორის მაიკ პომპეო, კონგრესის წევრებს შეხვდნენ და ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.