აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა, რომლებიც დონალდ ტრამპის მიმართ წარმოებულ საქმეებზე მუშაობდნენ. მათ შორის არიან პროკურორები, იურისტების ასისტენტები და სხვა პერსონალი, რომლებიც ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვისა და 2020 წლის არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობების გამოძიებაზე მუშაობდნენ. ორივე ამ საქმეს ყოფილი სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი ხელმძღვანელობდა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, ჯამში, 35-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლა და როგორც „სიბიეს ნიუსი“ წერს, მოსალოდნელია, რომ სამუშაო ადგილს კიდევ 15 ადამიანს დაატოვებინებენ.