აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადება – გამოხმაურებები თბილისში

12:11, 18.09.2026

ამერიკაში „ფარას“ კანონის გამკაცრების ინიციატივა განსხვავებული პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებში „ფარა“ ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება, საქართველოში მიღებული კანონი კი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ კიდევ ერთხელ დასტურდება მათი გუნდის სწორი ნაბიჯები. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ახსენებს საზოგადოებას ფედერალურ კანონებს, რომლებიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს, დარეგისტრირდნენ უცხოელ აგენტებად, როდესაც ისინი ამერიკაში უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებით ან კონტროლით მოქმედებენ. პარალელურად, ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აანონსებს ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა, რომელიც აცხადებს, რომ ახალი კანონპროექტი ცვლილებებს შეიტანს „ფარას“ კანონში და მისი მოქმედება გავრცელდება ინფლუენსერებზეც მაქსიმალური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.

მსგავსი