აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე სამიზნეზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ოპერაცია დონალდ ტრამპის მითითებით დაიწყო. მათი განმარტებით, ეს იყო პირდაპირი პასუხი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ, 2025 წლის 13 დეკემბერს სირიაში, შტატებისა და სირიის ძალების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის დროსაც ორი ამერიკელი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა.