აშშ-ის განცხადება ერდოღანის გადაწყვეტილებაზე

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, თურქეთის ხელისუფლებისგან შეერთებული შტატების ელჩის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების შესახებ ერდოღანის განცხადების ახსნა-განმარტებებს ელოდებიან. თურქეთის საგარეო უწყებას ამერიკისა და კიდევ ცხრა ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ-გრატად ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გუშინ, 23 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეკრების დროს განაცხადა, რომ საგარეო უწყებას მისცა დავალება 10 ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადოს. მათ შორის ამერიკის, გერმანიისა და საფრანგეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები. 10 ქვეყნის ელჩებმა რამდენიმე დღის წინ გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ. ბიზნესმენი თურქეთში ოთხი წლის წინ დააკავეს.