აშშ-ის ელჩმა პარლამენტში შეხვედრები გამართა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა პარლამენტში შეხვედრები გამართა. კელი დეგნანს უმასპინძლა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, მოგვიანებით კი, შეხვედრა გაიმართა ირაკლი კობახიძესთან. დიპლომატის თქმით, შალვა პაპუაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა რეგიონში შექმნილი ვითარება იყო. როგორც ელჩი აცხადებს, საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტია. ამასთან, კელი დეგნანის განცხადებით, შეხვედრაზე საკანონმდებლო საქმიანობაც განიხილეს, რომელიც დეგნანის თქმით, საკმაოდ დატვირთულია.