აშშ-ის ელჩის შეხვედრა პარლამენტში

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები დღეს პარლამენტში განიხილეს.

საკანონმდებლო ორგანოში ამერიკის ელჩი მივიდა. კელი დეგნანი საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.

უკრაინის საზღვართან დაძაბული სიტუაციის, მოსკოვის მუქარის და რეგიონული გამოწვევების ფონზე, შეხვედრის მიმართ განსაკუთრებით მაღალი ინტერესი იყო. „საქართველოსა და ამერიკას შორის ახლო კომუნიკაცია უნდა იყოს“, – ამ გზავნილით დატოვა ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა პარლამენტი.

დატოვე კომენტარი