აშშ-ის ელჩის კომენტარი

ამერიკის ელჩი პრემიერის ვიზიტს პოზიტიურად აფასებს. რობინ დანიგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოსადმი მხარდაჭერა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეზე გაამახვილა ყურადღება. დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში გახდება ევროკავშირის წევრი.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტია, ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტს. როგორც ელჩმა აღნიშნა, კმაყოფილია, რომ პრემიერი პირველად სწორედ ბრიუსელს ეწვია.