აშშ-ის ელჩის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს ეხმაურება.

კელი დეგნანის განცხადებით, ხელისუფლებამ მიიღო მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა და მნიშვნელოვანია მისი აღსრულება.  მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ამომრჩეველი გაეცნოს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამას. დიპლომატი პარტიებს ღიაობისკენ მოუწოდებს. კელი დეგნანი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზეც ლაპარაკობს. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით ხორციელდება დიდი სამუშაო და პროექტში გათვალისწინებულია ბევრი რეკომენდაცია.

დატოვე კომენტარი