აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი აცხადებს, რომ „დიფ სთეითისა“ და მისი პროპაგანდისტული მედიის მიზანია უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დონალდ ტრამპის მცდელობებს ძირი გამოუთხაროს. მისი თქმით, რუსეთს უკრაინის დაპყრობისა და ოკუპაციის შესაძლებლობა არ აქვს, მით უმეტეს ევროპაში შეჭრისა და მისი ოკუპაციის უნარი. ამასთან, ეროვნული დაზვერვის დირექტორი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი ცდილობს, ნატო-სთან ფართომასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს. გაბარდი Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს უკრაინის სრულად დაპყრობა და ევროპის იმ ნაწილის დაბრუნება, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა.