უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის კონვენციური ძალების დაახლოებით 75 პროცენტია განლაგებული – „სიენენის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა ქვეყნის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა. ამერიკის სამთავრობო წყაროს ინფორმაციით, რუსეთის არმიის 120 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრშია განლაგებული.
ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ სეპარატისტებთან ერთად რუსული ჯარის რაოდენობა შესაძლოა 190 000-ს აღწევდეს. შეერთებული შტატების მთავრობის წევრი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ 35 საჰაერო თავდაცვის ბატალიონი, ასევე 500 ავიაგამანადგურებელი და ბომბდამშენი ჰყავს მობილიზებული.