აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის 675 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ გერმანიაში „რამშტეინის“ ფორმატის სახელწოდებით შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დაწყებისას, სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა. უკრაინის მხარდაჭერის საკითხის განსახილველად ათობით ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა „რამშტაინის“ ბაზაზე სწორედ ლოიდ ოსტინის თავმჯდომარეობით მიმდინარეობს. ეს აღნიშნული ფორმატის მეხუთე შეხვედრაა.
როგორც ოსტინმა აღნიშნა, შეხვედრაზე განხილული იქნება, თუ როგორ შეუძლიათ მოკავშირე ქვეყნებს უკრაინის ძალების გაწვრთნა და მათი თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება. რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან აშშ-მა უკრაინისთვის 10 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გამოყო.