აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ​დირექტორის ვიზიტი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი იმყოფება.

რობერტ რედფილდს უკვე შეხვდა მამუკა ბახტაძე. მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ბიოსამედიცინო, სიცოცხლის მეცნიერებების განვითარების მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობას.