აშშ-ის და უკრაინის მოლაპარაკებები - შეთანხმების პირობები

საუდის არაბეთში, კიევსა და ვაშინგტონს შორის გამართული შეხვედრა პოზიტიურად დასრულდა.

იმის მიუხედავად, რომ უკრაინული მხარე შეხვედრაზე მხოლოდ ზღვასა და ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით მივიდა, რვა საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დათანხმდა   შტატების შეთავაზებას ცეცხლის 30 დღიანი, სრული შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ ვაშინგტონმა უკრაინას   დაზვერვის შესახებ ინფორმაციისა და შეიარაღების მიწოდება აღუდგინა. „ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“ – ასეთი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. მარკო რუბიო უახლოეს დღეებში სწორედ რუსეთის მხარის წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს. დაგეგმილი მოლაპარაკებების  შემდეგ გაირკვევა, როგორია მოსკოვის პოზიცია. მანამდე კი დონალდ ტრამპი პირველი წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ისევ ეპატიჟება. ცოტა ხნის წინ კი ოვალურ კაბინეტში საუბრისას ამერიკის პრეზიდენტი გამანადგურებული ფინანსური სანქციებით დაემუქრა რუსეთს, თუ ის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას არ დათანხმდება.