აშშ-ის და პოლონეთის ურთიერთობა  

ამერიკა პოლონეთში სამხედროების რაოდენობას ზრდის.

თავდაცვის ახალ შეთანხმებას, ნატოს წევრ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაჰყავს. დოკუმენტით გათვალისწინებულია გაზრდილი ამერიკული სამხედრო კონტინგენტი პოლონეთში, „ეფ-35“ ტიპის ავიაგამანადგურებლები, სადაზვერვო „ემ-ქიუ-9“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ქვედანაყოფი და შესაძლო უვიზო მიმოსვლა. შეთანხმება ვაშინგტონში პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს გაფორმდა.

დოკუმენტის მნიშვნელობაზე საუბრის დროს, ანჯეი დუდამ საქართველოც ახსენა.