აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების განცხადება

ოპოზიციის რიგებიდან ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გახშირებულ თავდასხმებს აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ეხმაურებიან. დიპლომატებს, რომლებიც უკვე მეორედ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციების დაახლოებასა და გამწვავებული პოლიტიკური ვითარების განეიტრალებას ცდილობენ, დღეს იმის შეხსენება უწევთ, თუ როგორ ეხმარებიან უკვე წლებია ქვეყანას.

ევროკავშირის ელჩმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევის პროცესზე თავდასხმას აქვს ადგილი. ელჩების გზავნილი შეთანხმების დროულად მიღწევაა, ამ მიზნით ისინი შუამავლობის გასაგრძელებლად კვლავ მზად არიან, თუმცა არ უარყოფენ, რომ პროცესი რთული იქნება.

გიორგი კობერიძე გაგვაცნობს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების პოზიციას.