აშშ-ირანის შეთანხმების პირობები 

ცნობილი ხდება იმ 14-პუნქტიანი მემორანდუმის შინაარსი, რომელიც ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საბოლოო შეთანხმებით უნდა დასრულდეს.

მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ვერსიის მიხედვით, ირანი იღებს ვალდებულებას არასოდეს აწარმოოს ბირთვული იარაღი, თავის მხრივ ვაშინგტონი მოხსნის თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ორივე მხარე თანხმდება, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა დასრულდება და მსოფლიო ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან საზღვაო დერეფანში გემების მიმოსვლა სრულად აღდგება. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების გარკვეული პუნქტები ბუნდოვანია, მემორანდუმს დადებითად აფასებენ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერები და მზადყოფნას გამოთქვამენ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის აღდგენას ხელი შეუწყონ. კიდევ ერთი პუნქტის მიხედვით ვაშინგტონმა უნდა გაათავისუფლოს ირანის გაყინული აქტივები. 14-პუნქტიან შეთანხმებას ხელი სავარაუდოდ 19 ივნისს შვეიცარიაში მოეწერება. როგორ განვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში, ეს მომავალი ორ თვის განმავლობაში გაირკვევა. მემორანდუმის მიხედვით, საბოლოო შეთანხმებისთვის მხარეებს სწორედ 60 დღიანი ვადა აქვთ.