აშშ-ირანის შეთანხმება - რას ითვალისწინებს მემორანდუმი

14-პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელმოწერილია.

დოკუმენტს, რომელიც საომარი  მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტას, ჰორმუზის სრუტის გახსნას, ბირთვული პროგრამის შეჩერებას და ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას ითვალისწინებს, დონალდ ტრამპმა ხელი ვერსალის ისტორიულ სასახლეში მოაწერა. თუმცა რამდენად ისტორიულია თავად შეთანხმება და მიღწეულია თუ არა ის მიზნები, რომელიც ირანის წინააღმდეგ შტატებისა და ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის საფუძველი გახდა – ელექტრონულად ხელმოწერილ დოკუმენტს მწვავე კრიტიკა უკვე მოჰყვა. მემორანდუმი „რესპუბლიკელი“ და „დემოკრატი“ სენატორების მხრიდან კაპიტულაციად და ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომად ცხადდება. პრეზიდენტ ტრამპს პირდაპირ ადანაშაულებენ ირანის სასარგებლოდ ზედმეტ დათმობაში და კონფლიქტის დაწყებამდე არსებული სტატუს კვოს დაბრუნებაში. მაშინ, როდესაც ტრამპი კრიტიკოსებს სულელებად მოიხსენიებს და თავს გამარჯვებულად აცხადებს, საპირისპიროს ამტკიცებენ თეირანში – თაკო მუშკუდიანი დეტალებით.