აშშ-ირანის შეთანხმება - გამოხმაურებები

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია მზად არიან ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხი განიხილონ, თუ თეირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. აღნიშნული ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ სანქციების გაუქმება, შესაძლოა, პასუხი გახდეს ირანის მხრიდან ბირთვულ სფეროში განხორციელებულ ვალდებულებებზე მას შემდეგ, რაც შეთანხმება შედგა ამერიკა-ისრაელს შორის. „ირანმა არასოდეს უნდა მოიპოვოს ბირთვული იარაღი. ჩვენ მზად ვართ, ამ მიზნის მისაღწევად ვითანამშრომლოთ შეერთებულ შტატებთან, ირანთან და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან”– ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან ევროპაში. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ​მიულოცა​ დონალდ ტრამპსა და შუამავლებს პაკისტანიდან, კატარიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ პროცესში. მისი განცხადებით ახლა მთავარია ჰორმუზის სრუტე გაიხსნას და მუდმივად ღია დარჩეს, ასევე დასრულდეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების დეტალებზე მუშაობა. კომენტარი გააკეთა ასევე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელი, კაია კალასმა, რომელიც იმედოვნებს, რომ შეთანხმება იქნება ხანგრძლივი.