ბირთვული საკითხების გარშემო მოლაპარაკების მეორე რაუნდი მზადდება.
აშშ და ირანი საკუთარ პირობებზე მუშაობენ. ირანის ბირთვულ საკითხზე პირველი შეხვედრა კონსტრუქციულად შეფასდა, თუმცა ვაშინგტონში და თეირანში დიალოგისთვის ე.წ. წითელ ხაზებს წინასწარ ადგენენ. აშშ-ს თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა სურს. ერთ-ერთი ვერსიით, ამერიკის ინიციატივა ირანის ბირთვული აქტივების მესამე ქვეყანაში გატანას გულისხმობს. თავის მხრივ დათმობებზე წასვლას არ აპირებს თეირანი. დღეს ირანში ჩადის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი. რაფაელ გროსის პოზიციაა, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჯერ არ აქვს, თუმცა ბოლო ოთხ წელიწადში წინსვლა ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას აჩენს.