აშშ-ირანის დაპირისპირება

12:17, 09.09.2026

ამერიკამ ირანის ხუთი ნავთობტანკერი გაანადგურა. შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ომანის ყურეში ოთხ ტანკერს დაარტყეს, მეხუთე კი ირანის ხარგის კუნძულთან გაანადგურეს. თავდასხმამდე ტანკერების ეკიპაჟებს გემების დატოვება უბრძანეს. მათივე განცხადებით, აღნიშნული ტანკერები ირანის მრავალ მილიარდიანი „ჩრდილოვანი ქსელის“ ნაწილი იყო, რომელიც რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და მის რეგიონულ მოკავშირე დაჯგუფებებს აფინანსებდა. თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა. შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანის დარტყმა არაეფექტური იყო და ყველა ამერიკელი სამხედრო უსაფრთხოდაა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-ის სამხედრო გემებზე თავდასხმის ან თავდასხმის მცდელობის შემთხვევაში, თეირანი ნავთობტანკერებს დაკარგავს.

მსგავსი