აშშ-ირანის დაპირისპირება

18:27, 03.09.2026

ირანის არმიის საჰაერო ძალებმა ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმა განახორციელა. ირანული მედიის თანახმად, თავდასხმა რაკეტებით და დრონებით მოხდა, სამიზნე კი თანამგზავრული კომუნიკაციების სისტემები, აღჭურვილობის საწყობები, ავიაგამანადგურებლების ანგარები, ჯარების პოზიციები და რადარის სისტემები გახდა. ამასთან, განცხადება გავრცელდა აშშ-ის მიერ ირანის სამხრეთ ქალაქებზე განხორციელებული დარტყმების ახალი ტალღის შემდეგ, რომლის შედეგადაც, ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა და 142 დაიჭრა. ამასთან, აშშ-ის სამხედროებმა ბოლო 24 საათში ჰორმუზის სრუტეში გემების რეკორდული რაოდენობა გაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, საუბარია 40 ხომალდზე, რომლებმაც ჰორმუზის სრუტე ამერიკელი სამხედროების დახმარებით ბოლო დღე-ღამეში გაიარეს. თავის მხრივ, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ექსპორტი 24 საათში 18 მილიონ ბარელამდე აღდგა.

მსგავსი