აშშ-ირანის დაპირისპირება

დასრულებულია საგანგებო შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა.

თეთრ სახლში გამართული კონსულტაციების შემდეგ დონალდ ტრამპი თეირანს სანქციების გამკაცრებით ემუქრება. ეს იქნება ვაშინგტონის პასუხი ერაყში განთავსებული ორი ამერიკული სამხედრო ბაზის დაბომბვაზე. თეირანისგან გასხვავებით, ამერიკის პრეზიდენტი ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს და ხაზს უსვამს, რომ ბაზებს მინიმალური ზიანი მიადგა.

ტრამპის გამოსვლამდე იყო გაფრთხილება თეირანიდან, რომელიც ძალისმიერი მოქმედების შემთხვევაში ამერიკას ისრაელსა და დუბაიზე ავია-იერიშებით დაემუქრა. მსოფლიო ლიდერები ორივე ქვეყანას მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებენ. სწორედ ტრამპის საპასუხო ნაბიჯზეა დამოკიდებული ამერიკა-ირანის შემდგომი ურთიერთობა, რომელიც ბაღდადში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის და გავლენიანი ირანელი სამხედრო ლიდერის აფეთქების შემდეგ უკიდურესად არის გამწვავებული.