აშშ-ირანის დაპირისპირება

მსოფლიო ლიდერების ყურადღება ახლა ამერიკა-ირანის ურთიერთობისკენაა მიმართული.

თეირანი ვაშინგტონს მოულოდნელი დარტყმებით ემუქრება. გავლენიანი ირანელი სამხედრო ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ, ირანმა საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. თეირანმა აშშ-ის სამხერო ძალები ტერორისტებად გამოაცხადა და გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე დაადასტურა. ვაშინგტონის მიმართ მუქარისშემცველი გზავნილების ფონზე მიმდინარეობდა ყასემ სულეიმანის დაკრძალვის ცერემონია, თუმცა ჭყლეტის და ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო გენერალი დღეს ვერ დაკრძალეს.

არაერთი მოწოდების მიუხედავად, ტრამპი რეგიონიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანას ჯერ არ ჩქარობს. შექმნილ ვითარებაში ვაშინგტონს მხარდაჭერას უცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი, რომელმაც ერაყში ალიანსის საწვრთნელი მისია შეწყვიტა.