აშშ გმობს რუსეთის მიერ წარმოებულ „ბორდერიზაციას” ატოცთან

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ წარმოებულ ,,ბორდერიზაციას” სოფელ ატოცთან. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია. ამ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო აქვეყნებს. მესერის გავლება საარსებო წყაროს ართმევს ადამიანებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. აღნიშნულია ოფიციალურ წერილში.