„აშშ ღიაა ბიზნესისთვის“ – ამის შესახებ ტრამპმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა
დონალდ ტრამპის თქმით, პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ აშშ არ შეეგუება უსამართლო ვაჭრობას. თეთრი სახლის ლიდერმა აშშ-ის შიდა პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერთ წელიწადში ახალ ადმინისტრაციას უზარმაზარი წარმატებები აქვს ბევრი მიმართულებით; ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი ჩეხეთის მოქმედი პრეზიდენტი 73 წლის მილოშ ზემანია, რომელიც ევროსკეპტიციზმით, ანტიისლამური განცხადებებით, ანტიმიგრაციული რიტორიკით, ვლადიმერ პუტინის მიმართ სიმპატიით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებითა და უხამსი ხუმრობებით გამოირჩევა