აშშ-ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში

ევროკავშირი-აშშ-ის სამიტი დაიწყო ბრიუსელში. ეს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველი მსგავსი ფორმატის შეხვედრაა. მონაწილეობენ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. სამიტის დაწყებამდე, შარლ მიშელის მხრიდან აღინიშნა, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა კვლავ განმტკიცდა. ევროკავშირში აცხადებენ, რომ მხარეები სხვადასხვა საკითხებზე პოლიტიკის კოორდინაციას შეეცდებიან. მათ შორისა ურთიერთობები რუსეთთან და ჩინეთთან. დისკუსიის მონაწილეებს ამ მიმართულებებით საერთო მიდგომის ჩამოყალიბება სურთ. სამიტის დასასრულს, ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები ერთობლივ განცხადებას გამოაქვეყნებენ. ხვალ კი, ჟენევაში ჯო ბაიდენი მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

მოამბე

დატოვე კომენტარი