აშშ - ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში

ევროკავშირმა და აშშ-მა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმსაზღვრელი პაქტი მიიღეს.

გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამიტის დასრულების შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს. მათი თქმით, ევროკავშირი და აშშ ერთობლივად იმუშავებენ, რათა 2022 წლის ბოლომდე მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას. ვაშინგტონი და ბრიუსელი ასევე შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. პრესკონფერენციაზე ევროკავშირის მაღალჩინოსნებს კითხვა დაუსვეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრზე, რომელიც ხვალ ჟენევაში უნდა გაიმართოს. შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაინმა განაცხადეს, რომ აშშ და ევროკავშირი რუსეთის მიმართ მიდგომაში ერთიან პოზიციაზე არიან. მათივე თქმით, ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობა ახლა ნეგატიურად ვითარდება.