აშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოს ტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი საქართველოს ტოვებს. ამის  შესახებ მან საჯარო დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც იან კელიმ აღნიშნა, დიპლომატიურ საქმიანობას და, შესაბამისად, საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას მარტის ბოლოს დაასრულებს.

ელჩმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და გამოწვევებზე ისაუბრა. ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაციებით მიმართა, რომლის უდიდესი ნაწილი არჩევნებს, სასამართლოსა და მედიას შეეხო. მისი თქმით, მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია მთავრობის ყველა დონეზე ქმნის არათანაბარ დემოკრატიულ სამოქმედო არეალს.

დიპლომატი ხელისუფლებას მოუწოდებს, საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია მოახდინოს.