აშშ-ჩინეთის ურთიერთობა და გამოწვევები 

თბილისში მყოფი ამერიკის თავდაცვის მდივანი მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც დღეს საერთაშორისო პრესის ყურადღების ცენტრშია.

არაოფიციალური ცნობით, ჩინეთმა ბირთვული შესაძლებლობების მქონე ახალი ზებგერითი რაკეტა გამოსცადა. ოფიციალური პეკინი ამ ფაქტს უარყოფს, საქართველოში ჩამოსული პენტაგონის ხელმძღვანელი კი ჩინეთს აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად აცხადებს. სწორედ პეკინზე მთელი ყურადღების გადატანა დააანონსა ოფიციალურმა ვაშინგტონმა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საერთაშორისო კოალიციური ძალები ავღანეთს ტოვებდნენ. ორ ქვეყანას შორის უკვე წლებია უთიერთობა საკმაოდ გამწვავებულია, რასაც არაერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. მათ შორის პანდემიამ, რომელიც სწორედ ჩინეთიდან დაიწყო.

პეკინის მხრიდან უარყოფის მიუხედავად, აშშ ჩინური რაკეტის თემას ყურადღებით აკვირდება.