აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი

ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაწყებული სავაჭრო ომი გამწვავდა.

მხარეებს შორის გამართული ბოლო მოლაპარაკებების მიუხედავად, დონალდ ტრამპმა დარჩენილი 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესება გადაწყვიტა. პეკინი ვაშინგტონს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და საპასუხო ზომებით იმუქრება.

ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შორის სავაჭრო დავა, გლობალურ ეკონომიკაზე ნეგატიურად ისახება. ახალი ტარიფებით უკმაყოფილოთა რაოდენობა იზრდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.