აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას დატოვებს – გამოხმაურება თბილისში

15:11, 09.01.2026

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ამერიკის მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, „კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვენეციის კომისია დასკვნებს პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე იღებს“. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ევროსაბჭოს ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც მხოლოდ სამართლებრივი და პროფესიული დასკვნების ავტორი უნდა იყოს, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელია. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მსგავს სიტუაციაში ამერიკასთან შედარება არასერიოზულია, რადგან ის, რაც ტრამპისთვის შესაძლოა უსარგებლო იყოს, პირიქით – სასარგებლოა საქართველოსთვის.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკა „ტოვებს 66 ანტიამერიკულ, უსარგებლო და მფლანგველ საერთაშორისო ორგანიზაციას“.

მსგავსი