„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის დიტო ჩუბინიძის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილებას „გამარჯვებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს“ უწოდებს. ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ევროსასამართლოს პრეტენდენტებზე დაყრდნობით მიიღო. ჩუბინიძე სააპელაციო სასამართლომ 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გენერალურმა პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა. უწყებაში განმარტავდნენ, რომ „2026 წლის თებერვლიდან, დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს. დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა დღეს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.