ბოლო პერიოდის რეზონანსული საქმე, რომლის ფიგურანტები უკრაინის მოქალაქეები არიან. გამოძიება ამ დრომდე არაფერს ამბობს, რა მიზნით შემოიტანეს ასაფეთქებელი ნივთიერება რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით უკრაინიდან საქართველოში.
გამოძიების ვერსიით, თითქმის ორ-ნახევარი კილოგრამი „ჰექსოგენი“ თბილისში, ავლაბარში მდებარე სახლში უნდა მიეტანათ. თუმცა სხვა ადგილმდებარეობაზე მიუთითებს ერთ-ერთი ბრალდებული. დაკავებულებიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელიც ტრანზიტულ რეისებზე მუშაობს, მეორე კი ის ადამიანი, რომელსაც, საგამოძიებო მასალების მიხედვით, ტრორტილის შემცველი ნივთიერება გადასცეს.
სუს-ის მონაცემებით, დაკავებულებს საშიში ნივთიერება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს. როგორც ირკვევა, გამოძიება კიდევ ერთი მიმართულებით მიმდინარეობს – არის თუ არა რაიმე კავშირი ასაფეთქებელი ნივთიერებების საქმესა და ოპოზიციის მიერ თბილისში 4 ოქტომბერს დაანონსებულ გეგმებს შორის.
ორივე დაკავებულს ცოტა ხნის წინ პატიმრობა შეუფარდეს.