„არტოს ბაღს“ გია ყანჩელის სახელი მიენიჭება

თბილისის საკრებულოს „ანბანის ბაღში“ სახელდებისა და სიმბოლიკის სხდომა გაიმართა. სხდომაზე წარდგენილი იყო ინიციატივა იმის შესახებ, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე „არტოს ბაღს“ გია ყანჩელის სახელი მიენიჭოს. ამასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება. განხილვის ჩატარების დრო და ადგილი საზოგადოებას წინასწარ ეცნობება. ორ ოქტომბერს ერთი წელი შესრულდება კომპოზიტორის გარდაცვალებიდან.