„არტისტერიუმი – 2025“ სახელოვნებო ჯგუფ „რაფანის“ ვიდეოინსტალაციის ჩვენებით დასრულდა, რომელიც მზიურის პარკში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, „კუბში“ იყო წარმოდგენილი. ვიდეოინსტალაცია 2000 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში შეიქმნა. თანამედროვე ხელოვნების თბილისის საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი“ „შემოქმედებითი საქართველოს“ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.