„არტისტერიუმი 2021“

ტექსტილისა და გობელენის მუზეუმში, თანამედროვე ხელოვნების თბილისის მე-14 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. გამოფენა აერთიანებს ნამუშევრებს, რომლებშიც მონაწილეთა მიერ დანახული რეალობა და პრობლემებია ასახული. წელს საერთაშორისო გამოფენის – არტისტერიუმის მთავარი პრიორიტეტი ახალი თაობის, კერძოდ კი სამხატვრო აკადემიის სტუდენტების კარიერული ზრდა და მათთვის გამოცდილების შეძენა იყო, შესაბამისად, გამოფენაზე სტუდენტების ნახატები წარადგინეს. „არტისტერიუმი 2021“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.