„არტეს“ ფილმი სამების ტაძრის გუნდის შესახებ

21:45, 10.04.2026

უნიკალური ქართული კულტურული მემკვიდრეობა და საგალობლები – კულტურისა და ხელოვნების ცნობილი ფრანგულ-გერმანული ტელევიზიის ეთერში მალე სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდზე მომზადებული ფილმი გავა.

„არტეს“ გადამღები ჯგუფი თბილისშია და გადაღებებს აწარმოებს – ღვთისმსახურებისას შესრულებული საგალობლები დღეს სამების ტაძარში გადაიღეს. დოკუმენტურ ფილმში იქნება ქართული მრავალხმიანი საეკლესიო გალობის ნიმუშები და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ შექმნილი საგალობლები. მაყურებელი გაეცნობა საპატრიარქო გუნდის 28-წლიან ისტორიას და მის მრავალფეროვან რეპერტუარს.

მსგავსი