„არტ-გენის“ თბილისური ტურის პრესკონფერენცია

ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფოლკლორული ფესტივალის, „არტ-გენის“ თბილისური ტურის პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ფოლკლორული ფესტივალის ჩატარების მნიშვნელობასა და წლევანდელ პროგრამაზე ისაუბრეს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მე-16 „არტ-გენზე“ ფესტივალის მაყურებელს ბევრი სიახლე და პრემიერა ელის.

ფესტივალის თბილისის ტური თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 7-14 ივლისს გაიმართება. მას საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროექტი „აკუსტიკა“ გახსნის, საღამოს კი დათო ევგენიძე დაასრულებს.