„არტ-გენის“ დახურვა

„არტ-გენი 2020“ გომის მთაზე დაიხურა.

უამინდობის მიუხედავად, გურიის ფოლკლორულმა ანსამბლებმა და სახალხო მთქმელებმა ფესტივალის დასკვნითი საღამო საკუთარი პროგრამის წარდგენით გახსნეს. დამსვენებლებისა და ტურისტების წინაშე გამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლი „გორდელა“, ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა გამართა „ჰოროლმა“. პანდემიის გამო „არტ-გენი“ წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოჯახო მუსიკალურ ჯგუფებს.