არშემდგარი რევოლუცია – დაზარალებული კერძო სექტორი

21:40, 06.10.2025

განადგურებული ინვენტარი და დაზიანებული ინფრასტრუქტურა – ასეთია 4 ოქტომბრის მოვლენების კვალი ორბელიანის მოედანზე, რომელიც საარჩევნო უბნების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე, პროტესტის ეპიცენტრად იქცა. პრეზიდენტის სასახლის შენობაში შეჭრის მცდელობისა და სიტყვიერთან ერთად ფიზიკური დაპირისპირების არაერთი ფაქტის შედეგად, ზიანი მიადგა როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებას. მათ შორისაა კაფე-ბარები. ის, რაც შაბათს მოხდა, ვანდალიზმად ფასდება მათ შორის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად არიან განწყობილები. ახლა მთავარი შეკითხვაა – ვინ აანაზღაურებს სოლიდურ ფინანსურ ზარალს.

მსგავსი