არშემდგარი „მშვიდობიანი დამხობა“ - შეფასებები

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე? – ეს არის კითხვა, რომელიც ბოლო პერიოდში პოლიტიკურ წრეებში ყველაზე აქტიურად ისმის. მმართველი გუნდი ოპოზიციონერი ლიდერების დანაშაულებზე საუბრობს და „მათ გარე ძალების დავალებების“ შესრულებაში ადანაშაულებს. თავად ოპოზიციის ნაწილი კი თვლის, რომ არჩევნების დღეს განვითარებულ პროცესებს მალე ისტორია შეაფასებს და თავის სახელს დაარქმევს.