4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები კვლავ განხილვის მთავარი თემაა პოლიტიკურ პარტიებში. ის პოლიტიკოსები, რომლებიც 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის გეგმას თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდნენ, შედეგებზე პასუხისმგებლობას ორგანიზატორებს აკისრებენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი კითხვები აქვს, რატომ განვითარდა მოვლენები ამგვარად.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ თითოეული კანონდამრღვევი სახელმწიფოსგან მკაცრ პასუხს მიიღებს.