არშემდგარი დამხობის საქმე – სასამართლო პროცესი
ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს არშემდგარი დამხობის საქმეზე დაკავებული პირების: პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის სასამართლო სხდომა იმართება. დღევანდელ პროცესზე ერთი ადვოკატი დასკვნით სიტყვას იტყვის, შემდეგ კი – საბოლოო სიტყვის უფლებით ბრალდებულები ისარგებლებენ. არ არის გამორიცხული მოსამართლემ საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულ პირებს რამდენიმე მუხლით ედავება, მათ შორის არის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ ედავება – რაც სასჯელის სახედ და ზომად, 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.